ახალი ამბები

კანადა უცხოელებისთვის სახლის მიყიდვის აკრძალვას 2 წლით გეგმავს – Bloomberg

7 აპრილი, 2022 • 1211
კანადა უცხოელებისთვის სახლის მიყიდვის აკრძალვას 2 წლით გეგმავს – Bloomberg

ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასების დასარეგულირებლად კანადა 2 წლის განმავლობაში უცხოელებისთვის სახლების მიყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კანადაში სახლების ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ზე მეტით გაიზარდა. მაგალითისთვის, 2019 წლის იანვარში ბინის საორიენტაციო ფასი 426 500 აშშ დოლარი იყო, 2022 წლის თებერვალში კი — 693 000 აშშ დოლარი.

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ სტუდენტებს, უცხოეთის მოქალაქეებსა და უცხოელ დასაქმებულებს, ვისაც კანადის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი აქვთ.

ფინანსთა მინისტრის ბიუჯეტში რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიყოფა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების ასაშენებლად და ადგილობრივი თვითმმართველობების დასახმარებლად, რათა დაჩქარდეს ახალი მშენებლობები.

გამოცემის წყარო ასევე აცხადებს, რომ კანადის ფინანსთა მინისტრი წარადგენს კანონს, რომელიც 40 წლამდე კანადელებს საშუალებას მისცემს დაზოგონ 31 900 აშშ დოლარი სახლის განვადების ახალი სისტემით, რომელიც მათ გადასახადისგან გაათავისუფლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი