ახალი ამბები

უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის

7 აპრილი, 2022 • 1282
უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის.

უმაღლესი რადა თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს გუშინ, 6 აპრილს, თბილისში გამართული აქცია-პერფორმანსის ვიდეოს, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლულთა ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

„მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ უმაღლესი რადას ტვიტერზე.

უკრაინის ქალაქი ბუჩა რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული. რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ქალაქში იპოვეს ადამიანთა გვამები, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცელი ეცვათ. პარლამენტის წინ ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი