ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად.
„მე ვიცი, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი და მოკავშირე ისურვებდა, თბილისს გაეძლიერებინა დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, — განუცხადა ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ.
პარნტიორების მიერ ურთიერთმხარდაჭერის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმაც.
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. მაგრამ ასევე ველით, რომ ჩვენი პარტნორები დაუჭერენ მხარს ერთმანეთს — საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინას, უკრაინა — სხვა პარტნიორებს“, — თქვა ედგარს რინკევიჩმა.
კითხვაზე, — არ ხედავს საქართველოსგან უკრაინის მიმართ მხარდაჭერას? — ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „მე უბრალოდ ვამბობ, რომ ასეთი მხარდაჭერა არის ბუნებრივი და არ ვაკეთებ კომენტარს ბევრ საკითხზე. ეს საკითხები უნდა იყოს განხილული“.
6-7 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
შეხვედრაზე განსახლველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინაში. ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მინისტერილში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთი, შვედეთი, საქართველო, უკრაინა და ევროპის კავშირი.
ნატო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მედეგობის გაძლიერებაზე იმსჯელებს





