ახალი ამბები

აშშ სანქციებს პუტინის შვილებსა და ლავროვის ცოლ-შვილსაც უწესებს

6 აპრილი, 2022 • 2591
აშშ სანქციებს პუტინის შვილებსა და ლავროვის ცოლ-შვილსაც უწესებს

აშშ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორ სრულწლოვან შვილს სანქციებს უწესებს.

სანქციები დაუწესდებათ ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლ-შვილსაც.

გარდა რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა, სანქციების ახალი პაკეტი შეეხებათ რუსეთის უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, მათ შორის Sberbank-ს და Alfa Bank-ს.

CNN-ის ინფორმაციით, სანქციები G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინირებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი