ახალი ამბები

თბილისში ბუჩაში მოკლულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

6 აპრილი, 2022 • 4842
თბილისში ბუჩაში მოკლულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

თბილისში, პარლამენტის წინ, გაიმართა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია-წარმოდგენა.

„ამ აქციის ინსპირაცია წამოვიდა მოსკოვში ერთი ადამიანის აქციის ფოტოებიდან. ვიფიქრეთ, ჩვენთან თუ ჩატარდება ასეთი აქცია, ერთ ადამიანზე ბევრად მეტი შეგროვდება. აქციის მიზანია, კითხვა დავუსვათ მსოფლიოს — ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო, რომ მსოფლიომ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე, სახელწოდებით რუსეთი?“ — განუცხადა „ნეტგაზეთს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე გლაზოვამ.

უკრაინის ქალაქი ბუჩა რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული. რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ ქალაქში იპოვეს ადამიანთა გვამები, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცელი ეცვათ. პარლამენტის წინ ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი