ახალი ამბებირეკლამა

შაფჰაუზენის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამები წარადგინა

6 აპრილი, 2022 • 1208
შაფჰაუზენის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამები წარადგინა

შაფჰაუზენის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (SIT) და ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი, დაინტერესებულ პირებს, სამუშაო ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებისტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს მეცნიერების განახლებულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობენ. ამასთან ერთად, იწყება ყოველწლიურ პროგრამირების კონკურსი, რომელიც სრულად დაფარავს აღნიშნული პროგრამის სწავლის ღირებულებას

ახალი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში (MSc CSSE) ხელმისაწვდომია ორივე ლოკაციაზე: როგორც შაფჰაუზენში – შვეიცარიაში, ასევე ბრემენშიგერმანიაში. განახლებული პროგრამა მოიცავს თანამედროვე ცოდნას კვანტური გამოთვლის, ინტელექტუალური ავტონომიური სისტემების, სიმბოლური ხელოვნური ინტელექტის, სისტემური უსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიღწევების შესახებ.

SIT-ისა და ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტის საერთო ინტერდისციპლინარული ხედვა მოიცავს, შემეცინებისა და ციფრული პერსპექტივების საშუალებით, ცოდნის მიღებას ლიდერობის, მეწარმეობის, ბიზნესის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ტრანსფორმაციული ცვლილებების მენეჯმენტის მიმართულებით. პროგრამა მოიცავს სავალდებულო კურსებს, მაგრამ სტუდენტებს საშუალებას აქვთ, სამი მიმართულებიდან აირჩიონ საგნები. ესენია: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი.

ახალი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში


სტუდენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ სასწავლო ლოკაცია – შაფჰაუზენი ან ბრემენი.

სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სრული სტიპენდია, სწავლის ნაწილობრივ დაფინანსება და სხვადასხვა ფინანსური შეთავაზებები. SIT-ისა და JUB STAR Contest-ის, ყოველწლიური ონლაინ პროგრამირების კონკურსის მეშვეობით, რამდენიმე სტუდენტი მიიღებს სამაგისტრო პროგრამაზე სრულ დაფინანსებას. კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 26 აპრილს და მოიცავს საჯარო მოსამზადებელ ტურს, რომელიც 2022 წლის 16-24 აპრილს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ: https://web.sit.org/star-contest -2022 

სამაგისტრო პროგრამის გუნდის ხელმძღვანელები არიან პიტერ ზასპელი, ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტროტექნიკის პროფესორი და მაურო პეზე, SIT-ის პროგრამის დირექტორი. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ კომპიუტერული მეცნიერებებთან დაკავშირებული ცოდნა. MSc CSSE კურსი ფინალური სამაგისტრო ნაშრომით დასრულდება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი და 15 ივლისი (მათთვის, ვისაც ვიზა არ სჭირდება.)

MSc CSSE კურსის მიზანია მომავალი ლიდერების განათლება და მათი კვლევითი ინდუსტრიისთვის მომზადება. ასევე, შემოქმედებითი და კონსტრუქციული უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ გადაწყვეტილებების მიღება, განვითარება და შეფასება. პროგრამა ორიენტირებულია, რომ კონკრეტულ სფეროებში გაიზარდოს სტუდენტების ცოდნა და მისცეს მათ საშუალება მიიღონ კვლევითი პროექტებისთვის საჭირო ისეთი უნარები, როგორებიცაა: მეთოდოლოგიის განსაზღვრა, განვითარება, დოკუმენტაციის წარმოება და მართვა. გარდა ამისა, ფართო რესურსების საშუალებით, საერთაშორისო ქსელის სტუდენტებს ექნებათ საშუალება პირდაპირი გზით დაუკავშირდნენ რეალურ სამუშაო IT ბაზარს შვეიცარიაში, გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ.

SIT და ბრემენის უნივერსიტეტი, პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, იწყებენ ტურს, რათა კიდევ უფრო მეტად დააინტერესონ ახალგაზრდები, მონაწილეობა მიიღონ SIT-ისა და JUB STAR-ის კონკურსში. 

ტურის პირველი ღონისძიება თბილისში, 2022 წლის 5-6 აპრილს იმართება

ახალი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში

ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://web.sit.org/roadshow.

 

SIT-ისა და ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტის შესახებ:

SIT არის მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელის მისიაა მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია. სათაო ოფისი მდებარეობს შაფჰაუზენში, შვეიცარიაში. SIT-ის მზარდი ეკოსისტემა შედეგება როგორც საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებისგან, ასევე კომერციული ტექნოლოგიების სპინოფების, საკონსულტაციო სერვისებისა და საინვესტიციო ფონდებისგან.

ორი ინგლისურენოვანი კამპუსის წყალობითბრემენსა და შაფჰაუზენში, SIT საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ საუნივერსიტეტო პროგრამებს მოქნილი სწავლის მოდელებით, როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. SIT-ის განათლების ეკოსისტემა არის ტექნოლოგიებისა და მეცნიერებებისკენ გამავალი კარიბჭე.

ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტი არის ადგილი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ყოვლისმომცველი ასორტიმენტით. მისი დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კამპუსზე, თითოეული სტუდენტი სარგებლობს მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და SIT-ის ეკოსისტემით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://sit.org/admissions 

მისაღები ღონისძიებები: https://web.sit.org/roadshow

მასალების გადაბეჭდვის წესი