ახალი ამბები

აშშ რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს

6 აპრილი, 2022 • 2133
აშშ რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს

აშშ რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას გრინფილდმა 5 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა.

აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს პოზიცია ორგანოში, რომლის მიზანია, ადამიანის უფლებების პატივისცემას ხელი შეუწყოს. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ფარისევლობა, არამედ საშიშიცაა.

”ყოველდღე უფრო და უფრო ვხედავთ, თუ რამდენად ცოტა პატივს სცემს რუსეთი ადამიანის უფლებებს”, – თქვა გრინფილდმა.

მან მხარდაჭერა გამოხატა  უკრაინელი ხალხის მიმართ და განაცხადა, რომ სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის სასტიკ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გვერდითაა.

აშშ-ის მოთხოვნა გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრას საჭიროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი