ახალი ამბები

გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო – ხვიჩია უკრაინის დაზვერვაზე

5 აპრილი, 2022 • 1109
გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო – ხვიჩია უკრაინის დაზვერვაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადება საქართველოსთვის გაფრთხილებაა, რომ „რამეზე ხელი არ წაუცდეს“.

უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

„არაფერი გამორიცხული არ არის. უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ალბათ, ამას უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება და თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება. მტკიცებულებებიც დაიდება და ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ მე დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ ამხდარიყო ის პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ[…] ეს ნიშნავს, რომ გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი