ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო და ერევანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ

4 აპრილი, 2022 • 2204
ბაქო და ერევანი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილებს აქვეყნებენ.

“ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვუგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და ხალხს. ვიმედოვნებთ, რომ სტრატეგიული ურთიერთოები განვითარდება”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთ-სომხეთის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების იუბილესადმი მიძღვნილი ვრცელი წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

“სომხეთს და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთერთობები ეფუძნება მეგობრობისა და ძმობის ღრმა მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ეს მძლავრი მაკონსოლიდირებელი ფაქტორი არის საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროების ეფექტური განვითარებისა.

ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევას და თქვენს პირად წვლილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა და კეთილსაიმედო ცხოვრების პირობების უზრულველყოფაში. ვიმედოვნებ, რომ რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მთიანი ყარაბაღის მიწაზე მცხოვრებთა მშვიდობას”.

სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებისადმი მსგავსი მისალოცი პუბლიკაციები რუსეთის საგარეომაც გაავრცელა.

ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა სამმხრივი რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს შორის ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე. მშვიდობის გარანტად კი რუსეთმა ყარაბაღში საკუთარი სამხედროები შეიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი