ახალი ამბები

თბილისის და კიშინოვის პოზიციებმა იმედი გამიცრუა – რადას სპიკერი

3 აპრილი, 2022 • 3625
თბილისის და კიშინოვის პოზიციებმა იმედი გამიცრუა – რადას სპიკერი

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს და მოლდოვას გადაწყვეტილებით დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტეფანჩუკი სოცქსელებში წერს.

“ერთ დროს ვფიქრობდი, რომ მთავარი რამ, რაც უკრაინას საქართველოსა და მოლდოვასთან აერთიანებდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნები რუსეთის მიერ იყო ტერიტორიულად “დაკბენილი”, მაგრამ თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა ნეიტრალურმა პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით, იმედი გამიცრუა. მეგობარი გასაჭირში არის ნამდვილი მეგობარი. კარგია, რომ ხალხებს განსხვავებული მოსზარება აქვთ’, – წერს სტეფანჩუკი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად საქართველომ და მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი