ახალი ამბები

ზემო არცევთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუსი

31 მარტი, 2022 • 913
ზემო არცევთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

„აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებს უწყება.

სუს-ის თანახმად, „უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი“.

„მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს“, – წერს უწყება.

„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, – წერს სუსი განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი