ახალი ამბები

მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა — გორის მერის მოადგილე

31 მარტი, 2022 • 3581
მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა — გორის მერის მოადგილე

გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის საქმეს აკეთებს და საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა.

„აქამდე პატარა ეჭვები მღრღნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ახლა 100%-ით კი არა, მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა საქართველოში (ისე რას გაბედავდა). ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში (თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება), ყველანი ხართ ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები“, — წერს შიოშვილი ფეისბუკზე.

მისი თქმით, რუსეთი ერთადერთია, რომელსაც აწყობს „ის პოლიტიკა, რასაც დღეს მიშა ცდილობს, რომ გაატაროს“.

„ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიეთ, აკეთებს რუსეთის საქმეს… ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ბოროტებისგან“, — წერს შიოშვილი.

მანამდე უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემაც.

„უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45- მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია“, — განაცხადა რაზმაძემ.

სანქციებს თუ ვერ უერთდებით, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ – პოლონეთის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი