განახლება: ამ დროისთვის [31.03.2022, 13:08] უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გვერდიდან ინფორმაცია წაშლილია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები მარიუპოლში ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ აუპატიურებდნენ.
„მარიუპოლში ოკუპანტები ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში, რიგრიგობით აუპატიურებდნენ მისი 6 წლის შვილის თვალწინ. მოგვიანებით ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მის მცირეწლოვან შვილს თმა გაუჭაღარავდა. ეს არ არის საშინელებათა ფილმი. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა — აი, რას ნიშნავს „რუსული სამყარო“, — წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
In Mariupol ?? occupiers took turns raping a woman for several days in front of her 6 year old son. She later died of her wounds. Her young son’s hair turned grey.
This is not a horror movie. Rape, violence, murder – this is what “russian world” stands for.
#RussianWarCrimes— Defence of Ukraine (@DefenceU) March 30, 2022
მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია მოქცეული და სისტემატურად ბომბავენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.
