30 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ძალაში ხვალ, 31 მარტიდან შევა, ლარი აშშ დოლართან 3.41 თეთრით გამყარდა.
შესაბამისად, ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1013 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთანაც. 30 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.4496 ლარი იქნება, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 1.56 თეთრით ნაკლებია.