ახალი ამბები

ენმ სახელმწიფოს ასჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე “ალტ-ინფოს” შეუძლია- კობახიძე

30 მარტი, 2022 • 1118
ენმ სახელმწიფოს ასჯერ მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე “ალტ-ინფოს” შეუძლია- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაცინალური მოძრაობა” სახელმწიფოს ბევრად მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე პრორუსული “ალტ-ინფო”.

მისი თქმით, ენმ და მასთან დაკავშირებული ყველა რესურსი რუსეთიდან ფინანსდება.

“პრორუსული პარტიები ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, პარლამენტშიც. ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება.

იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას, სიძულვილის პროპაგანდას, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც, სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური[…]

“ნაცმოძრაობა” ბევრად უფრო მძიმეა იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ და გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში. მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედიარესურსები. შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია „ალტ-ინფოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი