ახალი ამბები

ზოგიერთი ქვეყანა არც ელოდოს მოლაპარაკებების გამო რუსეთისთვის სანქციების მოხსნას — ზელენსკი

30 მარტი, 2022 • 873
ზოგიერთი ქვეყანა არც ელოდოს მოლაპარაკებების გამო რუსეთისთვის სანქციების მოხსნას — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა არც უნდა ელოდეს, რომ გარკვეული მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას“.

მისი თქმით, სანქციების საკითხი ვერც დადგება, სანამ ომი არ დასრულდება და „არ აღდგება სამართლიანობა“.

„პირიქით, სანქციები უნდა გამკაცრდეს. გაძლიერდეს ყოველკვირეულად და ეფექტური იყოს არა მხოლოდ სათაურებისთვის მედიაში, რომ სანქციები დაწესდა, არამედ რეალური მშვიდობისთვის“, — თქვა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთზე დაწესებული სანქციების ეფექტურობის შესაფასებლად. უკრაინის მხრიდან ამ სფეროს კოორდინაციას უწევს პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრიი ერმაკი, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებიდან — მაიკლ მაკფოლი.

29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობების “კარდინალურად შემცირების“ შესახებ. პენტაგონის განცხადებით, რუსული ძალების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა რეალური უკან დახევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი