საზოგადოება

რუსეთის საგანგებო: ბელგოროდში აფეთქების მიზეზი ადამიანური ფაქტორია

30 მარტი, 2022 • 4929
რუსეთის საგანგებო: ბელგოროდში აფეთქების მიზეზი ადამიანური ფაქტორია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით, Ria იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, დროებით სამხედრო ბანაკში აფეთების მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა.

მანამდე, რუსული მედია იუწყებოდა, რომ ობიექტს ჭურვი, პირველადი ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოხვდა.

რუსული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდა. მოსახლეობა კი მომხდარის შედეგად არ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი