ოსური მედიაგამოცემების ცნობით, რუსი ჟურნალისტები, რომლებიც ცხინვალს ორი დღით ეწვივნენ, მედიისთვის მასტერკლასებს ატარებენ.
რეს-ის ცნობით, მედიისთვის მასტერკლასებს ატარებს რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევის ინსტიტუტის დელეგაცია, რომელიც ოს ჟურნალისტებთან თანამშროლობის შესახებ შეთანხმებასაც გააფორმებს.
რუსი ჟურნალისტების ცხინვალში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: “საზღვარგარეთ არსებული საკომუნიკაციო რეჟიმები: მეგობრობისა და კეთილმეზობლური პოლიტიკა” და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შეთანხმებას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კომუნიკაციების რუსეთის კვლევით ინსტიტუტს შორის.
რუსეთი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, მათ შორის არსებული სამოკავშირეო შეთანხმებების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში თანამშროლობენ და ერთიანი კანონმდებლობით სარგებლობენ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა როგორც სამხრეთ ოსეთი, ასევე აფხაზეთი.