ახალი ამბები

დღეს რომ ძლიერი ქარია, ეგეც ოპოზიციის ბრალია – უსუფაშვილი

28 მარტი, 2022 • 2276
დღეს რომ ძლიერი ქარია, ეგეც ოპოზიციის ბრალია – უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, კომიკურიაპრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საწვავის ფასებზე აქციის უკან „ენმ“ დგას.

„მთავრობა მართალია, დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ეს ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია და საერთოდ ყველაფერი, თუკი რამე არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია! ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში, საწვავის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად მოწყობილი აქცია ორგანიზებული იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იდგა ნაციონალური მოძრაობა.

მე მესმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულნი, რომ შევუმსუბუქოთ იწ წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

მისი განცხადებით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც.


გუშინ, 27 მარტს გამართულ აქციაზე, შსს-ს ცნობით, 20 ადამიანი დააკავეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის დონე 7.9 პროცენტია, გერმანიაში – 2.88 პროცენტი, ევროზონის ქვეყნებში – 5,8 პროცენტი,  თურქეთში – 54.44 პროცენტი.

საქართველოში ინფლაციის დონე 13.7 პროცენტია, ხოლო ეროვნული ბანკის მიზნობრივი მონაცემი 3 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი