ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბაქოს გამო გაზი აღარ გვაქვს” – ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ

26 მარტი, 2022 • 2158
“ბაქოს გამო გაზი აღარ გვაქვს” – ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი


“არწახში ახლა ანომალიური სიცივეა. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა ამხელა თოვლი. მარტში ასეთი სიცივე ჯერ არ ყოფილა აქ. ადამიანები ავად ხდებიან, საავადმყოფოებში არ არის გათბობა. მართალია, ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს უკვე გადასცა ელექტროგამათბობლები, თუმცა ელექტროხაზების გადატვირთვის გამო, ხშირად შუქიც ქვრება. მაგრამ არაუშავს, ამასაც გადავიტანთ”, – ამბობს თათევ მიროზიანი, მთიანი-ყარაბაღის მცხოვრები.  

სტეპანაკერტი; Photo: David Ghahramanyan

სტეპანაკერტი; Photo: David Ghahramanyan

არაღიარებული მთიანი-ყარაბაღის მთელი ტერიტორია 8 მარტის შემდეგ ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. გაზსადენი, საიდანაც სომხეთიდან ყარაბაღს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა, დაზიანდა. დაზიანებული მონკვეთი კი იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. 

აზერბაიჯანულმ მხარემ აღგენითი სამუშაოების ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფი მის ტერიტორიაზე არ დაუშვა. ათდღინი მოლაპარაკებების შემდეგ კი აზერბაიჯანმა გაზსადენი თავად შეაკეთა. ამის მიუხდავად, მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ყარაბაღში ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა – აცხადებენ ადგილობრივები. გათბობის, ცხელი წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი პურის საწარმოები ვეღარ მუშაობს. დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღებიც.

დაკეტილი საცხობები; Photo: David Ghahramanyan

დაკეტილი საცხობები; Photo: David Ghahramanyan

სტეპანაკერტი ბაქოს გამიზნულ ქცევაში ადანაშაულებს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სიანფორმაციო  შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, სადააც ნათქვამია, რომ “ბაქო არასახარბიელო ამინდს მოსახლეობისთვის დამატებით ჰუმანიტარული პრობლემების შესაქმნელად იყენებს”. 

სომხეთის ხელისუფლება სიტუაციის შეფასებას აქამდე გაურბოდა. თუმცა 24 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირველად გააკეთა განცხადება შექმნილ გარემოებებზე და თქვა, რომ “აზერბაიჯანი ცდილობს რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციისა და ომის პროვოცირებას, თუმცა, სომხეთი მშვიდობის პოლიტიკის ერთგული რჩება”. 

ბაქოში ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასეს. 

“ჩვენი რეკომენდაციაა – სომხეთმა შეასრულოს სამმხრივი განცხადებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის რეგიონიდან დარჩენილი საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანა და საკუთარი წვლილის შეტანა რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. მან უსაფუძვლო და უკანონო ბრალდებები უნდა შეწყვიტოს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში. 

ყარაბაღის ახალი კრიზისი სომხეთის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. ოპოზიცია შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ სოხეთის ხელისუფლებამ შექმნილ სიტუაციაში არ გამოიყენა ყველა დიპლომატიური მექანიზმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

სომხეთის ყოფილი ომბუდსმენი არმან თათოიანი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ყურადღება არწახის პრობლემისადმი, მისი გარე სამყაროსგან იზოლაციისაა და ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების უგულებელყოფისადმი. 

ამასთან, პოლიტოლოგები სომხეთში აცხდებენ, რომ შექმნილი პრობლემა არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, ის ასევე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათი აზრით, ასეთი ხერხით აზერბაიჯანი სომხეთზე ზეწოლის დამატებით სადაავებს იღებს ხელში – ნებისმიერ დროს, როდესაც მოლაპარაკებათა პროცესი აზერბაიჯანისთვის არახელასყრელი გზით წარიმართება, გაზს გამორთავს. 

“ჩამკეტი ჩვენს ხელში არაა, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, როდის გავხსნათ ან როდის ჩავკეტოთ. არსებობს ორი გზა პრობლემის მოსაგვარებლად. ან ვიღებთ ტერიტორიას, სადაც ეს ჩამკეტია, ან ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და ვარწმუნებთ ბაქოს, რომ ამ საშაულებით ხალხის შეშინება არ არის მართლებული. თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო გზა პრობლემის გადასჭრელად რუსეთის ჩარევაა. ქვეყნის, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სამშვიდობო მისია. 90-იან წლებში, როდესაც ყარაბაღის პირველი ომი მიმდინარეობდა, გაზსადენები ყოველდღე ფეთქდებოდა და ჩვენ შევძელით პრობლემის გადაჭრა”, – ამბობს დეპუტატი მმართველი პარტიიდან ვიგენ აკობიანი. 

სხვა დეპუტატის ასევე მმართველი პარტიიდან ანდრანიკ ქოჩარიანი მიიჩნევს, რომ საჭიროა ალტერნატივის ძიება: “ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა სიტუაციასთან ადაპტირება”

სწორედ ასეც მოიქცა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელიც, ჯერჯერობით, გათბობის პრობლებას ელექტროენერგიის ან შეშის ხარჯზე აგვარებს.

გათბობის საშუალება სახლში; ფოტო: თათევ მიროზიანი

გათბობის საშუალება სახლში; ფოტო: თათევ მიროზიანი

პროცესის სწრაფი დარეგულირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, გაეროს ყურადღების მისაპყრობად ყარაბაღისა და სომხეთის მოსახლეობა აქციებს აწყობს, თუმცა ჯერჯერობით რეაქციისა და შედეგების გარეშე. 

ეს 11 თვის არპია, რომელსაც შეშის გამათბობელთან მთელი დღის განმავლობაში გამთბარი წყლით აბანავებენ. არპის ოჯახი, ისევე როგორც ყარაბაღის დანარჩენი 120 ათასამდე მოსახლე სახლებს შეშის ღუმელით ათბობს. Photo: David Ghahramanyan

ამავე თემაზე:

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი