ახალი ამბები

ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

25 მარტი, 2022 • 1820
ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია VR-მა 28 მარტიდან რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მატარებელი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ფინეთის დედაქალაქთან აკავშირებდა.

როგორც სარკინიგზო კომპანიამ განაცხადა, მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მოახერხეს და სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთთან მიმოსვლას აჩერებენ.

ეს იყო რუსეთის ბოლო სარკინიგზო კავშირი ევროკავშირთან. გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეც დაუხურა. რუსეთის მოქალაქეებს ფინეთში გადასვლა ჯერჯერობით თავისუფლად შეუძლიათ ავტომობილით.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უკრაინაში 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ დაუწესა. რუსეთის წამოწყებულ ომს უკრაინაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს სამხედრო შეტევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი