უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს დაგეგმილ ნატო-ს საგანგებო სამიტზე ვირტუალურდ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მედია AFP-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ს წყარომ ნატო-დან უთხრა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ნატო-ს მოკავშირეთა ლიდერებისთვის, უშუალოდ მოისმინონ პრეზიდენტ ზელენსკისგან იმ მძიმე სიტუაციის შესახებ, რომლის წინაშეც უკრაინის მოსახლეობა დგას რუსეთის აგრესიის გამო.
ზელენსკის სპიკერმა უკრაინის „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტი სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთვება, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება.
„უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს… სულ მცირე, ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი – სრული მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, – განაცხადა ზელენსკის სპიკერმა
#BREAKING NATO invites Zelensky to address summit Thursday via videolink pic.twitter.com/OBZYldKmum
— AFP News Agency (@AFP) March 22, 2022