ახალი ამბებისაზოგადოება

რუსი სამხედროები შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​ – პენტაგონის წარმომადგენელი

23 მარტი, 2022 • 10694
რუსი სამხედროები შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​ – პენტაგონის წარმომადგენელი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები იყინებიან ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო. ამის შესახენ ინფრომაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე რუსულ  ჯარს კვლავ აწუხებს ლოჯისტიკისა პრობლემებიც.

პენტანგონის მაღალჩინოსნის თქმით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემაც, რამაც გაართულა კომუნიკაცია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ლოჯისტიკისა და მდგრადობის პრობლემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი