ახალი ამბები

ლუგანსკში რუსი სამხედროები ბავშვთა საავადმყოფოს თავს დაესხნენ – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

22 მარტი, 2022 • 2353
ლუგანსკში რუსი სამხედროები ბავშვთა საავადმყოფოს თავს დაესხნენ – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკში, სევერდონეცკში, ბავშვთა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხნეს.

მათივე ცნობით, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგადად სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, მაშველებმა საავადმყოფოდან 7 მცირეწლოვანი პაციენტი და 15 ზრდასრული, მათ შორის 8 ექიმი გამოიყვანეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი