ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქი პოლონეთს ეწვევა და უკრაინელ ლტოვილებს მოინახულებს

22 მარტი, 2022 • 1047
მსოფლიო პატრიარქი პოლონეთს ეწვევა და უკრაინელ ლტოვილებს მოინახულებს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პოლონეთს ეწვევა.

როგორც Orthodox Times წერს, პატრიარქი ბართლომე აპირებს, რომ პოლონეთში არსებული უკრაინელ ლტოლვილთა დროებითი თავშესაფრები მოინახულოს.

მათივე ცნობით, მსოფლიო პატრიარქი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიიწვია, რათა პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები დალოცოს და გაამხნევოს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილმა, უმეტესობამ თავი სწორედ პოლონეთს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი