ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, დაცვის ქვეშ მყოფმა დაჭრა

21 მარტი, 2022 • 1650
ადვოკატის თქმით, დაცვის ქვეშ მყოფმა დაჭრა

ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დაესხა და ცივი იარაღით სახის არეში ჭრილობა მიაყენა.

ადვოკატი აცხადებს, რომ კონფლიქტი საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხით დაიწყო და ბრალდებული მისთვის ზურგში ჭრილობის მიყენებას აპირებდა, თუმცა წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანებები სახის არეში მიიღო.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. დავით ასათიანის თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს:

„სამწუხაროდ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. კერძოდ, ადვოკატს სხეულის დაზიანება მიაყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც წარმატებულად აწარმოა ადვოკატმა ამ ბრალდებულის საქმე. გაუგონარი ამბავია. კარგია, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – ამბობს ასათიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი