ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით 28 მარტიდან გამოიდარებს – გარემოს სააგენტო

21 მარტი, 2022 • 1196
ქვეყნის მასშტაბით 28 მარტიდან გამოიდარებს – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 23 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 11-13 გრადუსს მიაღწიოს, დათბება მთიან რაიონებშიც, თუმცა 24 მარტს მეტეოროლოგები პროგნოზირებენ ამინდის კვლავ გაუარესებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 7-9 გრადუსამდე დაიკლებს, ნალექია მოსალოდნელი თოვლის სახით.

უამინდობა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. მეტეოროლოგების ცნობით, მოკლევადიანი გამოდარება მოსალოდნელია 22 მარტის დღის ბოლომდე. სააგენტოს განცხადებით, 21 მარტის ღამით მოსალოდნელია ყინვა. შიდა ქართლში და კახეთში -5 -7 გრადუსამდე. დედაქალაქში კი -2 -4 გრადუს ყინვას ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, ერთდღიანი გამოდარების შემდეგ, 23 მარტიდან 27 მარტამდე კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც. სააგენტოს განცხადებით, 23-24 მარტს ნალექი კვლავ თოვლჭყაპის და თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

25 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი, დედაქალაქსა და კახეთში კი უნალექო ამინდს ვარაუდობენ. მეტეოროლოგების თქმით, მოსალოდნელია გაძლიერებული ქარი დასავლეთის მიმართულებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუმჯობესება 28 მარტიდანაა მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი