ახალი ამბები

ომში მყოფი ოქრუაშვილის თქმით, 15 საათზე თბილისის სასამართლოში დაიბარეს

21 მარტი, 2022 • 9495
ომში მყოფი ოქრუაშვილის თქმით, 15 საათზე თბილისის სასამართლოში დაიბარეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკზე დღეს, 21 მარტს გამოაქვეყნა სტატუსი:

“რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს, 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე, შენი პროცესი გრძელდებაო.

არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ”, – წერს ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად უკრაინაში საბრძოლველად იმყოფება. მან ამის შესახებ განცხადება 4 მარტს გაავრცელა. 13 მარტს კი ფეისბუკზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა. ინფორმაციის დაზუსტებას ნეტგაზეთი სასამართლოსთან ცდილობს, რის შემდეგაც სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი