ახალი ამბები

ოქრუაშვილი საპროცესოს შეთანხმებას არ აპირებს

9 მარტი, 2020 •
ოქრუაშვილი საპროცესოს შეთანხმებას არ აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ოქრუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების კატეგორიული წინააღმდეგია.

ამის შესახებ ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“მე ვიცი ოქრუაშვილის პოზიცია, საპროცესო შეთანხმება კანონით ნიშნავს, რომ უნდა აღიაროს ბრალი და შემდეგ შეუთანხმდე სასჯელზე ბრალდების მხარეს,. ეს გამორიცხულია”- განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისი თქმით დაცვის მხარე ელოდება პროკურატურის პოზიციას აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ზომით ჩანაცვლებაზე.

ჭაბაშვილის განმარტებით, დაცვის მხარე აღმიშნული გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს დღეებში, შემდეგ სასამართლო პროცესამდე ელოდება.

ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი მომავალ ორშაბათს, 16 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი