ახალი ამბები

ბექჰემმა თავისი სოცქსელები ხარკოველ ქალს გადასცა უკრაინიდან ამბების გასაზიარებლად

21 მარტი, 2022 •
ბექჰემმა თავისი სოცქსელები ხარკოველ ქალს გადასცა უკრაინიდან ამბების გასაზიარებლად

ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა თავისი სოციალური ქსელები ხარკოველ ქალს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს.

როგორც ბექჰემი აცხადებს,  ქალი, რომელსაც მისი სოციალური ქსელები გადაეცემა,  ხარკოვში პერინატალური ცენტრს ხელმძღვანელობს და დედებს მშობიარობაში ეხმარება.

„გადახედეთ ჩემს „სთორებს“, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და მის მსგავსად ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად“, – ამბობს ბექემი ვიდეომიმართვაში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Beckham (@davidbeckham)

მასალების გადაბეჭდვის წესი