ახალი ამბები

ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები დააკავეს

20 მარტი, 2022 •
ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები დააკავეს

უკრაინაში, ბერდიანსკში, სადაც უკრაინელები რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქციას მართავდნენ, რუსმა სამხედროებმა სულ მცირე ორი ადამიანი დააკავეს, ერთს კი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN  წერს, დასტურდება იმ ვიდეოების ავთენტურობა, სადაც აქციის მონაწილეების დაკავება და სცემაა ასახული.

მათივე ცნობით, პირველ ვიდეო როგორც ჩანს, დაკავებამდეა გადაღებული, სადაც აქციის მონაწილეები უკრაინულ სიმღერას მღერიან.

„მეორე ვიდეოში კი ჩანს, რომ რუსი სამხედროები, აკავებენ სულ მცირე ორ მომიტინგეს, რომელთაც ხელები ზურგს უკან აქვთ მიბმული. ერთ-ერთ აქტივისტს კი, რომელიც მიწაზე წევსი ჯარისკაცი არაერთხელ ურტყამს წიხლებს, ხოლო ხელები ზურგს უკან აქვს“, – წერს CNN.

ბერდიანსკი აზოვის ზღვასთან, მარიუპოლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორიებით მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა   ბერდიანსკის სამთავრობო შენობები 27 თებერვალს დაიკავეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი