ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, პუტინთან მოლაპარაკებების წარუმატებლობა შესაძლოა III მსოფლიო ომს ნიშნავდეს

20 მარტი, 2022 • 1045
ზელენსკის თქმით, პუტინთან მოლაპარაკებების წარუმატებლობა შესაძლოა III მსოფლიო ომს ნიშნავდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა  წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით,  მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თავად მოლაპარაკებებისთვის ორი წელია მზადაა.

მისი აზრით, თუ არსებობს  1%-იანი შანსიც კი, რომ ომი შეაჩერონ, ეს უნდა უნდა გამოიყენონ.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელად დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ  არსებობს კომპრომისები, რომლებზეც პუტინთან მოლაპარაკებებში ვერ წავა და ეს ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპრომისია.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფო ყოფილიყო,  რუსეთი უკრაინაში ომს არ დაიწყებდა.

„მე მათ პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ თქვენს მიღებას ნატოში ერთ ან ორ ან ხუთ წელიწადში, უბრალოდ თქვით ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ თქვით არა.  პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ იქნებით ნატო-ს წევრი, მაგრამ საჯაროდ, კარი ღია დარჩება”, – თქვა ზელენსკიმ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი