ახალი ამბები

ბელარუსი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

20 მარტი, 2022 •
ბელარუსი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსი  უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ბელარუსის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისათვის შეიარაღებული ძალების მომზადების ნიშნები დააფიქსირეს.

ამასთან, UNIAN-მა დღეს, 20 მარტს, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გენერალურ შტაბზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბელარუსის მხრიდან ვოლინის მიმართულებით შეტევის საფრთხე მაღალია. მათივე ცნობით, რუსული ტექნიკა ბელარუსის საზღვარს უახლოვდება.

როგორც “UP” საკუთარ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მტერმა შესაძლოა უკრაინას ბელარუსიდან უახლოეს 1-2 დღეში შეუტიოს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი