ახალი ამბები

საქართველოს მეგობარ ქვეყნად უკრაინელთა 54% მიიჩნევს – კვლევა

20 მარტი, 2022 • 5388
საქართველოს მეგობარ ქვეყნად უკრაინელთა 54% მიიჩნევს – კვლევა

სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით უკრაინის მეგობარ ქვეყნად საქართველოს გამოკითხულთა 54% მიიჩნევს.

გამოკითხულთა 6% საქართველოს მტრად, 33% კი ნეიტრალურ ქვეყანად მიიჩნევს. ამავე გამოკითხვაში აღნიშნული მონაცემები შედარებულია 2019 წლის გამოკითხვის მონაცემებთან, რის მიხედვითაც საქართველოს მიმართ უკრაინელების განწყობა არ შეცვლილა და 2019 წელსაც საქართველოს მეგობრად უკრაინელთა 54% მიიჩნევდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, უკრაინელთა 98% რუსეთს მტრად მიიჩნევს. გამოკითხულთა 84%-ს აზრით, უკრაინის მტერი სახემწიფოა ბელარუსიც.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობის – 63%-ის აზრით, ჩინეთი ნეიტრალურ სახელმწიფოა.

რაც შეეხება უკრაინის მეგობარ ქვეყნებს, გამოკითხულთა 96% პოლონეთს უკრაინის მეგობრად მიიჩნევს, 88% – აშშ-ს, 86% – დიდ ბრიტანეთს და 85% – ლიეტუვას.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გამოკითხვის  მიხედვით,  უკრაინელთა 45% უნგრეთს მეგობრულ სახელმწიდო მიიჩნეს, 12% კი მტრულად.

ასევე უკრაინელთა 57% ფიქრობს, რომ გერმანია უკრაინის მეგობარი ქვეყანაა, 33%- ის აზრით კი ნეიტრალურია.


გამოკითხვა ჩატარდა სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 18 მარტს უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა.  სატელეფონო ინტერვიუს გზით გამოიკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის  1000 ადამიანი. ცდომილება არის 3.1%.

მასალების გადაბეჭდვის წესი