ახალი ამბები

კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 20 მარტი

20 მარტი, 2022 • 592
კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი – 20 მარტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 475 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 1 507 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 108 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 267,
  • აჭარა – 18,
  • იმერეთი – 60,
  • ქვემო ქართლი – 18,
  • შიდა ქართლი – 14,
  • გურია – 32,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22,
  • კახეთი – 27,
  • მცხეთა-მთიანეთი – 5,
  • სამცხე-ჯავახეთი – 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 899 საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 პირი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 598 286.

მასალების გადაბეჭდვის წესი