ახალი ამბები

იტალია უკრაინას მარიუპოლის თეატრის აღდგენას სთავაზობს

18 მარტი, 2022 • 1469
იტალია უკრაინას მარიუპოლის თეატრის აღდგენას სთავაზობს

იტალიის მთავრობა მზადაა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ, Reuters-ის თქმით, იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა.

მისი თქმით, იტალიის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შესთავაზოს უკრაინას, მარიუპოლში დაბომბილი თეატრი რაც შეიძლება მალე აღადგინოს. იტალიის კულტურის მინისტრი აღნიშნავს, რომ თეატრები ყველა ქვეყანაში სრულიად კაცობრიობას ეკუთვნის.

მარიუპოლის თეატრი რუსეთის შეჭრიდან 21-ე დღეს დაიბომბა. უკრაინული წყაროების განცხადებით, იქ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თეატრი დაბომბეს იმის მიუხედავად, რომ მის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.

მომხდარის შემდეგ რადას დეპუტატმა სერგიი ტარუტამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეატრის ბუნკერმა დაბომბვას გაუძლო და იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი