საზოგადოება

მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო – რადას დეპუტატი

17 მარტი, 2022 • 9742
მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო – რადას დეპუტატი

მარიუპოლის თეატრში, რომელიც რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა და განადგურდა – ადამიანები გადარჩნენ. ჯერჯერობით უცნობია როგორც გადარჩენილთა, ასევე, დაღუპულთა რიცხვი.

ინფორმაციას ამის შესახებ რადას დეპუტატი ავრცელებს.

„საშინელი ღამის შემდეგ, უვიცი ომის 22-ე დილას, საბოლოოდ კარგი ამბები გვაქვს მარიუპოლიდან. თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო, ხალხი ცოცხალი გამოდის“, – წერს რადას დეპუტატი სერგიი ტარუტა.

მანამდე განცხადება გაავრცელა უკრაინის პროკურატურამ.. უწყებამ განაცხადა, რომ მარიუპოლის თეატრში, „სადაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანი თავშესაფარში იმყოფებოდა, ძირითადად კი- ქალები და ბავშვები“, არიან დაშავებულებიც – მათ შორის, ბავშვებიც. უწყება დასძენს, რომ მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მარიუპოლის თეატრში გუშინ, რუსეთის შეჭრიდან 21-ე დღეს დაიბომბა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, აქ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თეატრი დაბომბეს იმის მიუხედავად, რომ მის წინ მოედანზე დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.


უკვე 22-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა.ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს.რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი