ახალი ამბები

ლვოვში აეროპორტის მიმდებარედ ქარხანა დაიბომბა — ქალაქის მერი

18 მარტი, 2022 •
ლვოვში აეროპორტის მიმდებარედ ქარხანა დაიბომბა — ქალაქის მერი

ლვოვში აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორია დაიბომბა.

ლვოვის მერ ანდრეი სადოვის ინფორმაციით, რამდენიმე რუსული რაკეტა მოხვდა თვითმფრინავების შემკეთებელ ქარხანას და შენობა დაინგრა. მისი ინფორმაციით, ქარხნის აქტიური მუშაობა ნაადრევად შეწყდა, ამიტომ ამ დროისთვის ადამიანური მსხვერპლი არ არის. ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ლვოვი პოლონეთის საზღვრიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მთავარი საბრძოლო ზონებისგან შორს. ეს არის ლვოვის ტერიტორიის დაბომბვის მეორე შემთხვევა. ხუთი დღის წინ თავდასხმა მოხდა იავორვოში სამხედრო სასწავლო ბაზაზე, შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი