ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“როდესაც მარტო ვრჩებით, ოსურ ენაზე ვსაუბრობთ”

17 მარტი, 2022 • 6586
“როდესაც მარტო ვრჩებით, ოსურ ენაზე ვსაუბრობთ”

სამშვიდობო გზავნილი

ქართველი და ოსი მსახიობების მონაწილეობით, თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სცენაზე მაყურებელმა იხილა ქართულ-ოსურ ენებზე დადგმული სპექტაკლის  პრემიერა- “თამარ მეფე და დავით სოსლანი”.

თეატრალურ წარმოდგენაში ასახულია თამარ მეფისა და დავით სოსლანის დინასტიური ქორწინება, რომელიც, მისი შემქმნელების განმარტებით, ქართულ-ოსური მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ არის მიჩნეული.

„ქართულ და ოსურ ენებზე შესრულებული სპექტაკლი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ერთგვარი გაგრძელებაა, სპექტაკლს ქართულ და ოსურ ენებზე თამაშობენ ქართველი და ოსი მსახიობები. თამაშობენ დიდი სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით, დიდი პატივისცემითა და დიდი ღირსებით. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს“, – ამბობს სცენარის ავტორი ნინო პოპიაშვილი.

ორი ქალის ამბავი

85 წლის თინა კუდუხაშვილი საკუთარ ეზოში მოსულ შინდს კრეფს და კვირაობით სამარშუტო ტაქსით თბილისში ჩადის ხოლმე მის გასაყიდად. ნავაჭრი ფულით კი სახლში ჩამოაქვს ზეთი, შაქარი და ყოველდღიურად საჭირო საკვები. სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, არც სასურსათო მაღაზიაა და არც აფთიაქი. თითქმის დაცარიელებულ სოფელში არავინაა ისეთი, ვისაც თუნდაც მცირე ჯიხურის გახსნა უღირს.

ოსური სოფელი ნიგოზა შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ოდესღაც ხალხმრავალი სოფელი დღეს უკაცრიელად გამოიყურება. არც ეზოებსა და ბაღებში საშემოდგომო სამუშაოებისთვის გამოსული ადგილობრივები გვხვდებიან.

წაიკითხეთ სტატია სრულიად >> https://express.adobe.com/page/UC21dMqEgZs0S/


სტატია მომზადებულია USAID/საქართველოს მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის კამპანიის #ჩვენვართსაქართველო ფარგლებში 

მასალების გადაბეჭდვის წესი