ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 831 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402- PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.54%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 434,
- აჭარა – 32,
- იმერეთი – 111,
- ქვემო ქართლი – 29,
- შიდა ქართლი – 50,
- გურია – 42,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53,
- კახეთი – 88,
- მცხეთა-მთიანეთი – 25,
- სამცხე-ჯავახეთი – 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 29 029, საიდანაც 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 16 612 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.