ახალი ამბები

ჩერნიგოვში ოკუპანტებმა პურის რიგში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს – მედია

16 მარტი, 2022 •
ჩერნიგოვში ოკუპანტებმა პურის რიგში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს – მედია

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ერთ-ერთ მიკრორაიონში რუსეთის ჯარებმა პურის რიგში მდგარ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პურის რიგში მდგარი მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმის შესახებ იუწყება CNN-ის კორესპონდენტიც.

მათი ცნობით, დაბომბვა დღეს, 16 მარტს, დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა და შედეგად, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი