ახალი ამბები

ლარსის გამშვებ პუნქტთან, სავარაუდოდ, უამინდობის გამო დიდი რიგია

15 მარტი, 2022 • 3181
ლარსის გამშვებ პუნქტთან, სავარაუდოდ, უამინდობის გამო დიდი რიგია

ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები საქართველოში შემოსვლას ელოდებიან. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საზღვართან დიდი რიგი უამინდობამ გამოიწვია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველოში შემოსვლას ელოდებიან ფქვილით დატვირთული სატვირთოებიც, თუმცა დიდ საწარმოებს, სულ მცირე, ერთი კვირის მარაგი აქვთ.

“თოვლის გამო არიან გაჩერებული. როგორც ამბობენ, ერთი კვირაა დგანან. გზა უნდა გაიწმინდოს, როგორც ვიცი. ქალაქში ფქვილი არის ახლა. დიდ საცხობებს მარაგი აქვთ. არ ვიცი პატარა საწარმოებზე, თონე როგორ მუშაობს, თუმცა დიდ წარმოებებს ერთი კვირის და მეტის მარაგი აქვთ. წისქვილებსაც აქვთ ცოტა ფქვილი, ხორბალი დაფქული აქვთ, თუმცა ჩვენთან დაფქული ფქვილი ცოტა ძვირია და ეს პურის ფასის მატებას გამოიწვევს, რაც არ უნდათ. გაიხსნება ალბათ ეს გზა და წამოეწევა ახალი ფქვილიც”, – განმარტა დოლიძემ.

დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა მათგან ამ დროისთვის პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი