ახალი ამბები

უკრაინის და რუსეთის სამხედრო დანაკარგები – 15 მარტის მონაცემები

15 მარტი, 2022 •
უკრაინის და რუსეთის სამხედრო დანაკარგები – 15 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 15 მარტის დილის ჩათვლით განადგურებულია მოწინააღმდეგის ასობით ერთეული საბრძოლო ტექნიკა და დაღუპულია 13 500 ჯარისკაცი.

უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • 404 ერთეული ტანკი
  • 1 279 – საბრძოლო ჯავშანტექნიკა
  • 150 – საარტილერიო სისტემა
  • 64 – MLRS
  • 36 – საზენიტო საბრძოლო სისტემა
  • 81 – თვითმფრინავი
  • 95 – ვერტმფრენი
  • 640 – ავტომანქანა
  • 3 – ნავი/კატერი
  • 60 – საწვავის ავზი
  • 9 – უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე

უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა სამხედრო პერსონალის შესახებ ცნობებს არ აქვეყნებს.

სამინისტრო აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ გაანადგურეს:

  • 156 – დრონი თვითმფრინავი
  • 1 306 – ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 127 – რეაქტიული ცეცხლის სისტემა
  • 471 – საველე საარტილერიო და ნაღმტყორცნების იარაღი
  • 1054 – სპეციალური სამხედრო საავტომობილო ტექნიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 14 მარტს რუსმა დესანტებმა უკრაინელებს ამერიკული წარმოების 10 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “ჯაველინი” და “დასავლეთის ქვეყნების გადაცემული სხვა იარაღი” ჩამოართვეს. რუსეთისვე მტკიცებით, ჩამორთმეული საბრძოლო ტექნიკა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიციის ქვედანაყოფებს გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი