ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისშია.
რუსთავი 2 კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ დოლგოვი, სავარაუდოდ, მის რეზიდენციასთანაა. ის კომენტარზე უარს აცხადებს და მოუწოდებს ჟურნალისტს, ტერიტორია დატოვოს.
ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა როგორც უკრაინის საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ზელენსკიმ უკრაინის ელჩი 1 მარტს გაიწვია.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.