ახალი ამბები

Sakdoc Film: კინოცენტრი პირდაპირ მითითებებს იღებდა სამინისტროსგან პროექტების დაფინანსებაზე

14 მარტი, 2022 • 1516
Sakdoc Film: კინოცენტრი პირდაპირ მითითებებს იღებდა სამინისტროსგან პროექტების დაფინანსებაზე

დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია Sakdok Film ეხმაურება კინოცენტრიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლებას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კინოცენტრი პირდაპირ მითითებებს იღებდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე.

კომპანია წერს, რომ მიუხედავად მუდმივი მოლოდინისა – „შოკში ვართ ეგრეთ წოდებული კულტურის სამინისტროს ამ განცხადებით. ეს არის განცხადება კინოცენტრის, როგორც შემდგარი ინსტიტუტის, და მისი დირექტორის დისკრედიტაციისთვის“.

„კინოცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე სახელმწიფო სსიპ-ებს შორის, რომელიც წარმატებით მუშაობს და რომელიც სხვადასხვა ხელისუფლებების დროს იცავს ობიექტურობას და არის მთელი კინოინდუსტრიისთვის, მისი ყველა თაობისთვის, მისი ყველა მიმართულებისთვის, ძალიან მწირი დაფინანსების პირობებში.

ბოლო პერიოდში კინოცენტრი იღებდა პირდაპირ მითითებებს კულტურის სამინისტროსგან სხვადასხვა პროექტების პირდაპირი წესით დაფინანსების თაობაზე. ეს უფრო ნეპოტისტური და გამოსაძიებელი საქმეა, ვიდრე თითიდან გამოწოვილი, ინდუსტრიაში ჩაუხედავი აუდიტის დასკვნა.

გარდა ამისა, რატომ ხდება კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრის მოადგილე და არა იგივე კინოცენტრის დირექტორის მოადგილე? ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუციის პირდაპირ დაქვემდებარება პოლიტიზებულ სამინისტროსთან, რომელიც სადამსჯელო დაწესებულება უფროა, ვიდრე შემოქმედების ხელშემწყობი“, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, 14 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, როგორც უწყება ირწმუნება, პროკურატურას გადასცა შიდა აუდიტის დასკვნა, რომელშიც საუბარი იყო ისეთ ფინანსურ ხარვეზებზე, როგორიცაა შესაძლო ნეპოტიზმი.

წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან გაათავისუფლა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი