ახალი ამბები

არ გვაქვს ინფორმაცია უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ – კრემლი

14 მარტი, 2022 • 1360
არ გვაქვს ინფორმაცია უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ – კრემლი

კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ.

ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

კადიროვს, ვფიქრობ, პირდაპირ არ განუცხადებია, რომ ის იმყოფებოდა უკრაინაში. არ ყოფილა პირდაპირი განცხადება და გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას“, – განუცხადა პესკოვმა მედიას.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კრემლს ინფორმაცია კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ, პესკოვმა უპასუხა, რომ ამგვარი ინფორმაცია არ არსებობდა.

მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში იმყოფება.

უკრაინაში მიმდინარე ომში კადიროველთა რაზმებიც იბრძვიან.

ომი მე-19 დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი