ახალი ამბები

ომს 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა — ზელენსკი

13 მარტი, 2022 •
ომს 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რაოდენობა 1 300-ს უახლოვდება. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ 12 მარტს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პარალელურად, უკრაინა ამბობს, რომ ომის პირველი 17 დღის მანძილზე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული. დასავლური წყაროები, პარასკევის მდგომარეობით, 6 000 დაღუპულ რუს სამხედროზე საუბრობენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 12 მარტის მონაცემები

მასალების გადაბეჭდვის წესი