საზოგადოება

უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 12 მარტის მონაცემები

12 მარტი, 2022 • 13409
უკრაინისა და რუსეთის ჯარების დანაკარგები – 12 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მონაცემები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 12 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

უკრაინის შეიარაღებული შტაბის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინული მხარის განცხადებით, მათ მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • ტანკები — 362 ერთეული
  • საბრძოლო ჯავშანტექნიკა — 1 205 ერთეული
  • საარტილერიო სისტემები — 135 ერთეული
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა(MLRS) — 62 ერთეული
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები — 33 ერთეული
  • თვითმფრინავები — 58 ერთეული
  • ვერტმფრენები — 83 ერთეული
  • ავტომობილები — 585 ერთეული
  • გემები / ნავები — 3 ერთეული
  • საწვავის ავზები — 60 ერთეული
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები — 7 ერთეული

უკრაინის შეიარაღებული შტაბი განმარტავს, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან დანაკარგების დათვლას მიმდინარე ბრძოლები ართულებს.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 491 ობიექტი დააზიანეს. მათ შორის, გაანადგურეს:

  • 123 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1127 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 115 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 423 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები
  • 934 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

მასალების გადაბეჭდვის წესი