ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 9 თეთრით გამყარდა – 11 მარტი

11 მარტი, 2022 •
ლარი დოლართან თითქმის 9 თეთრით გამყარდა – 11 მარტი

11 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 12 მარტს იქნება ძალაში, ლარი აშშ დოლართან თითქმის 9 თეთრით გამყარდა.

შესაბამისად, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2308 ლარი იქნება. წინა დღის ოფიციალურ კურსთან ცვლილებამ 8.81 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთანაც. სხვაობამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან 11.20 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 3.5487 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი