ახალი ამბები

თბილისის მერიამ უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო

11 მარტი, 2022 • 821
თბილისის მერიამ უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, უკრიანის დასახმარებლად 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. მერიის ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე ამ დროისთვის მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ოფიციალურად მიწოდებული პროდუქტები “წითელი ჯვრის” საშუალებით უკვე გაიგზავნა უკრაინაში. ამასთან, მერია გასაგზავნად ამზადებს მოსახლეობის მიერ შეგროვებულ ნივთებს.

“ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი